გამოსვლა 9:9 — მტვრად მოეფინება იგი მთელს ეგვიპტის ქვეყანას და ყვავილის მუწუკებად გამოეყრება კაცსა და პირუტყვს მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.
გამოსვლა 9:10 — აიღეს ქურის ნაცარი და წარუდგნენ ფარაონს. ააფრქვია მოსემ ნაცარი ცისკენ და გამოეყარა კაცსა და პირუტყვს ყვავილის მუწუკები.
მეორე რჯული 28:27 — მოგწყლავს უფალი ეგვიპტური ყვავილით, ბუგრით, მუნით და ქეცით, რომლისაგანაც არ იქნება განკურნება.
მეორე რჯული 28:35 — დაგიწყლულებს უფალი მუხლებს და წვივებს განუკურნებლად, ტერფიდან თხემამდე.
ფილისტიმელები (განახლებული ვერსია, ტერფები) I მეფ 5:6,9; 6:5
I მეფეთა 5:6 — დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე; ანადგურებდა და გვემდა მათ ბუგრებით მთელს აშდოდს და მის სანახებს.
I მეფეთა 5:9 — მას შემდეგ რაც მიიტანეს იგი, იყო უფლის ხელი ქალაქზე, შეიქნა დიდი ჩოჩქოლი: ჰგვემა უფალმა ქალაქის მკვიდრთ დიდიან-პატარიანად და გამოაჩნდათ ბუგრები.
I მეფეთა 6:5 — გააკეთეთ თქვენი ბუგრების გამოსახულებები და თქვენი თაგვებისა, რომლებიც ყანებს გინადგურებენ, და პატივს მიაგებთ ამით ისრაელის ღმერთს, ვინძლო შეამსუბუქოს ...
ეზეკია, განკურნებული IV მეფ 20:7; ესა 38:21
IV მეფეთა 20:7 — თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი. მოიტანეს და წყლულზე დაადეს; და განიკურნა.
ესაია 38:21 — თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი, წყლულზე დაადეთ და მორჩება.
იობი იობ 2:7,8
იობი 2:7 — გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე.
იობი 2:8 — აიღო იობმა კეცის ნატეხი მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა.
ლევიანთა ცერემონიები დადგენილი ლევ 13:18-23
ლევიანნი 13:18-23 — თუ სხეულზე, კანზე გამოაჩნდება გამონაყარი და მოუშუშდება,