გამოსვლა 28:33 — ამოქარგე მის კალთებზე ირგვლივ ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფით და ოქროს ეჟვნები ჩამოჰკიდე ირგვლივ მათ შორის.
გამოსვლა 28:34 — ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთაზე ირგვლივ.
გამოსვლა 39:25 — გააკეთა ეჟვნები წმიდა ოქროსაგან და ჩამოჰკიდა ეჟვნები ბროწეულებს შორის მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, ბროწეულებს შორის.
გამოსვლა 39:26 — ეჟვანი და ბროწეული, ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, მსახურებისთვის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
ცხენებზე ზაქ 14:20
ზაქარია 14:20 — იმ დღეს იქნება წარწერილი ცხენთა ზანზალაკებზე: სიწმიდე უფალს; და ქვაბები უფლის სახლში ისევე შეირაცხება, როგორც სასხურებელი თასები სამსხვერპლოს წინაშე.
აპოკრიფი - II მაკაბელთა 3:24, II მაკაბელთა 15:23
II მაკაბელთა 3:24 — და როცა იგი შუბოსნებთან ერთად უკვე მიადგა საგანძურს, სულთა და ყოველთა ძალთა მპყრობელმა დიადი ხილვა მოუვლინა ჰელიოდოროსსა და მთელს მის ამალას; ყველას, ...
II მაკაბელთა 15:23 — ახლაც, ზეცათა განმგებელო, მოგვივლინე კეთილი ანგელოზი, წინ რომ გაგვიძღვეს და შიშის ზარი და ძრწოლა მოჰგვაროს მტერს.
აპოკრიფი - III ეზრა 15:33-36
III ეზრა 15:33-36 — აშურელთა მიწა-წყალზე მტერი ჩაუსაფრდება მათ და შემუსრავს ერთ მათგანს, და შიში და ზარი დაეცემა მათ ლაშქარს და უთანხმოება ჩამოვარდება მათ მეფეებს შორის.
აპოკრიფი - IV მაკაბელთა 4:10
IV მაკაბელთა 4:10 — და როცა ჯარის თანხლებით ამოვიდა აპოლონიოსი განძის დასატაცებლად, გამოჩნდნენ ცით მომავალი, ცხენზე ამხედრებული ანგელოზები ელვარე იარაღით ხელში, დიდი შიში...