1. დავითის ძმისშვილი, და ერთი მის სარდლები II მეფ 2:18-24,32; 3:27; 23:24; I ნეშ 2:16; 11:26; 27:7
II მეფეთა 2:18-24 — იქ იმყოფებოდა ტერუიას სამი ვაჟი - იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ყასაელი ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი, მინდორში.
II მეფეთა 2:32 — წაასვენეს ყასაელი და დამარხეს ბეთლემს, მამამისის სამარხში; იარეს მთელი ღამე იოაბმა და მისმა კაცებმა და ხებრონში გაუთენდათ.
II მეფეთა 3:27 — როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, თითქოს განმარტოებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. მოკვდა იგი იოაბის...
II მეფეთა 23:24 — ყასაელი, იოაბის ძმა, ერთ-ერთი ოცდაათთაგანი იყო. ელხანანი, მისი ბიძაშვილი, ბეთლემელი,
I ნეშტთა 2:16 — მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბშაი, იოაბი და ყასაელი - სამნი.
2. ლევიანი, იეჰოშაფატის მიერ იუდაში რჯულის სასწავლებლად დავალებული II ნეშ 17:8
3. ლევიანი, რომელსაც მეათედებზე მზრუნველობა ჰქონდა II ნეშ 31:13
II ნეშტთა 31:13 — იეხიელი, ყაზაზიაჰუ, ნახათი, ყასაელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმაქიაჰუ, მახათი და ბენიაჰუ მეთვალყურენი იყვნენ ქონანიაჰუსა და მისი ძმის, შიმყის ხილ...
4. იონათანის მამა ეზრ 10:15
I ეზრა 10:15 — განსაკუთრებით იონათან ყასაელის ძე და იახზეია თიკვას ძე იდგნენ ამ აზრზე, ხოლო მეშულამი და ლევიანი შაბთაი მხარს უჭერდნენ მათ.