ფსალმუნნი 73:7 — ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.
ფსალმუნნი 73:8 — თქვეს თავიანთ გულში: გავანადგუროთ ისინი ერთიანად. დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე.
რჯული გამ 22:6
გამოსვლა 22:6 — თუ ვინმე თვისტომს ვერცხლს ან რაიმე ნივთს შესანახად მიაბარებს და ამ კაცის სახლიდან მოიპარავენ, ქურდმა, თუ იპოვეს, ორმაგად უნდა ზღოს.
სამსონის იუდის მიერ 15:4,5
მსაჯულნი 15:4 — წავიდა სამსონი, დაიჭირა სამასი მელა, აიღო ჩირაღდნები, ორ-ორ მელას კუდები ერთმანეთზე გადაუსკვნა და ზედ თითო ჩირაღდანი მიაბა.
მსაჯულნი 15:5 — აანთო ჩირაღდნები და შეუშვა ფილისტიმელების ყანებში. გადაუწვა ძნებიცა და სამკალიც, ვენახებიცა და ზეთისხილის ბაღებიც.
აბესალომის II მეფ 14:30
II მეფეთა 14:30 — უთხრა თავის მორჩილთ: მოათვალიერეთ იოაბის ყანა, ჩემს მეზობლად რომ არის. ქერი უკეთესია იქ. მიდით და გადასწვით. გადაწვეს ეს ყანა აბესალომის მორჩილებმა.
ზიმრის III მეფ 16:18
III მეფეთა 16:18 — როცა დაინახა ზიმრიმ, რომ აღებული იყო ქალაქი, შევიდა სამეფო სახლის ბალატში და თავზე გადაიბუგა სამეფო სახლი, და ასე მოკვდა იგი.