დაბადება 6:14-16 — გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე.
ნოე და ოჯახი დაცული დაბ 6:18; 7:8; მათე 24:38; ებრ 11:7; I პეტ 3:20
დაბადება 6:18 — შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.
დაბადება 7:8 — წმინდა პირუტყვი და უწმიდური პირუტყვი, ფრინველი და ყოველი ქვეწარმავალი
სახარება მათესაგან 24:38 — ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში,
ებრაელთა მიმართ 11:7 — რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმ...
I პეტრესი 3:20 — გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სუ...
ცხოველები ცხონებული დაბ 6:19,20; 7:1-16
დაბადება 6:19 — ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს.
დაბადება 6:20 — ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ.
დაბადება 7:1-16 — უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე ამ თაობაში.
2. ლელქაშები გამ 2:3
გამოსვლა 2:3 — როცა დამალვა ვეღარ შეძლო, აიღო ლერწმის კიდობანი, შეგოზა ფისითა და კუპრით, ჩასვა შიგ ბავშვი და დადო ლელიანში ნილოსის ნაპირას.
3. კარავი. წოდებული კიდობანი აღთქმა რიც 10:33; მრჟ 31:26; იენ 4:7; I მეფ 4:3; II მეფ 15:24; I ნეშ 15:25; 17:1; იერ 3:16; ებრ 9:4 მოწმობა გამ 30:6
რიცხვნი 10:33 — იარეს უფლის მთიდან სამი დღის სავალზე და უფლის აღთქმის კიდობანი მათ წინ მიდიოდა სამი დღის სავალზე, რათა ეჩვენებინა მათთვის დასავანებელი ადგილი.
მეორე რჯული 31:26 — აიღეთ ეს რჯულის წიგნი და გვერდით დაუდევით უფლის, შენი ღმერთის აღთქმის კიდობანს, და იყოს იქ შენს მოწმედ.
იესო ნავეს ძე 4:7 — მიუგეთ: იორდანეს წყლები რომ გაიპო-თქო უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე; როცა იორდანეს გაღმა გადადიოდა ერი, გაიპო-თქო იორდანეს წყლები. სამახსოვროდ ჰქონდეთ...
I მეფეთა 4:3 — ბანაკში რომ მოვიდა ხალხი, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: რისთვის დაგვამარცხა დღეს უფალმა ფილისტიმელებთან? წამოვიღოთ სილოამიდან უფლის აღთქმის კიდობანი, იარ...
II მეფეთა 15:24 — იქ იყო ცადოკიც და მასთან ერთად ყველა ლევიანი, ღვთის აღთქმის კიდობნის მტვირთველნი. დაასვენეს ღვთის კიდობანი და იდგა მაღალზე აბიათარი, ვიდრე მთლიანად არ...