დაბადება 28:18 — ადგა დილაადრიანად იაკობი, აიღო ლოდი სასთუმლად რომ ედო, აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა.
დაბადება 35:14 — მაშინ აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა, სვეტი ქვისა, და დაღვარა მასზე საღვრელი და სცხო ზეთი.
მიუძღვება ღმერთსს მსახურება — გამ 30:29.
გამოსვლა 30:29 — განწმიდე ისინი და წმიდათა წმიდა გახდება ყველაფერი; წმიდა გახდება ყველა, ვინც კი მათ შეეხება
წინასწარმეტყველები — III მეფ 19:16; ესა 61:1.
III მეფეთა 19:16 — ელისე შაფატის ძეს კი, აბელ-მელქოლადან რომ არის, სცხე მირონი, რათა წინასწარმეტყველებდეს შენს ნაცვლად.
ესაია 61:1 — სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების...
მღვდლების - გამ 40:13-15.
გამოსვლა 40:13-15 — შემოსე აარონი წმიდა შესამოსელით, სცხე მას და განათლე იგი, რომ მღვდლობა გამიწიოს მე.
მეფეების - მსა 9:8; I მეფ 9:16; III მეფ 1:34.
მსაჯულნი 9:8 — გადაწყვიტეს ერთხელ ხეებმა, მეფე აერჩიათ. უთხრეს ზეთისხილს: გახდი ჩვენი მეფე.
I მეფეთა 9:16 — ხვალ ამდროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამინის მხარიდან და სცხებ მას ჩემი ერის, ისრაელის, მეფედ; იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთაგან, რადგან მოვხედე მე ჩემს...
III მეფეთა 1:34 — აქ სცხონ იგი ისრაელის მეფედ ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა. მერე ჰკარით ბუკს და გამოაცხადეთ: იცოცხლოს მეფე სოლომონმა!