რიცხვნი 13:28-33 — ოღონდ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ქალაქებიც გამაგრებულია და ძალზე დიდი; ყანაკის ნაშიერნიც ვნახეთ იქ.
მეორე რჯული 1:28 — სად წავიდეთ? ჩვენიანებმა გული შეგვიშინეს. გვეუბნებოდნენ: ჩვენზე დიდი და მაღალი ხალხია, ქალაქები დიდი აქვთ ცადაწვდილი ციხე-კოშკებით და ყანაკის ნაშიერნი...
მეორე რჯული 2:10 — ადრე იქ ემიელები ცხოვრობდნენ - დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი ყანაკელებთა მსგავსად.
მეორე რჯული 9:2 — დიდსა და მაღალს ხალხს, ყანაკის მოდგმას, რომელიც იცი და რომელზეც გსმენია: ვინ დაუდგებათ წინ ყანაკის მოდგმას?
დამარცხებული იესო ნავეს იენის მიერ 11:21,22
იესო ნავეს ძე 11:21 — იმხანადვე გაემართა იესო და ამოწყვიტა ყანაკები მთაში, ქალაქებიანად მოსპო ისინი იესომ.
იესო ნავეს ძე 11:22 — გადაშენდნენ ყანაკები ისრაელიანთა ქვეყნიდან. მხოლოდ ღაზაში, გათში და აშდოდში დარჩნენ.
დამარცხებული ქალების იენის მიერ 14:12,15; 15:13,14; იუდ 1:20
იესო ნავეს ძე 14:12 — ახლა მომეცი ის მთა, რომელზეც უფალი ლაპარაკობდა იმ დღეს, რადგან შენ გაგებული გქონდა იმ დღეს, რომ ყანაკები იყვნენ იქ და დიდი ციხე-ქალაქები ეჭირათ. იქნებ...
იესო ნავეს ძე 14:15 — უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა; დიდი კაცი იყო იგი ყანაკებში. დაისვენა ქვეყანამ ბრძოლებისგან.
იესო ნავეს ძე 15:13 — ქალებ იეფუნეს ძეს ძისცა იესომ სამკვიდრო იუდაელთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის: ყანაკის მამისეული კირიათ-არბაყი, ანე ხებრონი.
იესო ნავეს ძე 15:14 — აჰყარა იქიდან ქალებმა ყანაკის სამი ნაშიერ: შეშაი, ახიმანი და თალმაი - ყანაკის ნაშობნი.
მსაჯულნი 1:20 — მისცეს ხებრონი ქალებს, როგორც მოსესაგან იყო დანაბარები. დაიმკვიდრა მან ყანაკის ძეთა სამი ქალაქი და ყანაკის სამივე ძე აჰყარა იქიდან.