გამოსვლა 23:32 — ნუ შეეკვრები ნურც მათ და ნურც მათ ღმერთებს.
გამოსვლა 23:33 — არ უნდა იმკვიდრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემს მიმართ, რადგან თუ ემსახურე მათ ღმერთებს, მახეში გაებმები.
გამოსვლა 34:12-15 — გაფრთხილდი, არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებთან, სადაც შეხვალ, რომ მახეში არ გაება.
მეორე რჯული 7:2 — ხელში ჩაგაგდებინებს და შენც დაამარცხებ მათ, დაარისხე ისინი, არ შეკრა მათთან კავშირი და არც დაინდო.
მსაჯულნი 2:2 — ოღონდ ნუ შეკრავთ-მეთქი კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან, ნუ იწამებთ მათ ღმერთებს, დაამსხვრიეთ მათი კერპები, დაანგრიეთ-მეთქი მათი სამსხვერპლოები. თქვენ კი არ...
ფიცებით დაბ 21:23; 26:28-31; იენ 9:15-20; I მეფ 20:16,17
დაბადება 21:23 — ახლა, შემომფიცე ღვთის სახელით, რომ არ მიმტყუნებ არც მე და არც ჩემს მონაგარს და მოდგმას; როგორც მე გექცეოდი კეთილად, ისე შენც მოგვექეცი კეთილად მე და ა...
დაბადება 26:28-31 — უთხრეს: კარგად ვხედავთ, რომ უფალი შენთანაა. ვთქვით: დაიდოს ფიცი ჩვენს შორის, ჩვენსა და შენს შორის, და შევკრათ კავშირი ერთმანეთთან,
იესო ნავეს ძე 9:15-20 — ზავი შეკრა მათთან იესომ და აღთქმა დაუდო, რომ ცოცხლებს დატოვებდა მათ. ფიცით შეფიცეს საზოგადოების თავკაცებმაც.
I მეფეთა 20:16 — დადო აღთქმა იონათანმა დავითის სახლთან: დავითის მტრებს აგებინოს პასუხი უფალმა!
I მეფეთა 20:17 — და კიდევ სიყვარული შეჰფიცა იონათანმა დავითს, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
აბრაამსა და მამბრეს, ეშკოლსა და ანერს შორის დაბ 14:13
დაბადება 14:13 — მოვიდა ერთი ლტოლვილი და ამბავი მოუტანა აბრამ ებრაელს. მაშინ იგი მუხნარში ცხოვრობდა, რომელიც ამორეველ კაცს, მამრეს ეკუთვნოდა, ემქოლისა და ანერის ძმას. ...
აბრაამი და აბიმელექი დაბ 21:22-32
დაბადება 21:22-32 — იმ ხანებში იყო, რომ უთხრეს აბრაამს აბიმელექმა და ფიქოლმა, მისმა მხედართმთავარმა: ღმერთია შენთან ყველა საქმეში, რასაც აკეთებ.