შაფანის ძე IV მეფ 22:12-14; 25:22; II ნეშ 34:20; იერ 26:24; 39:14; 40:5-16; 41:1-18; 43:6
IV მეფეთა 22:12-14 — უბრძანა მეფემ ხილკია მღვდელს, ახიკამ შაფანის ძეს, ყაქბორ მიქაიას ძეს, შაფან მწერალს და ყასაიას, მეფის მორჩილს:
IV მეფეთა 25:22 — იუდას ქვეყანაში დარჩენილ ხალხს კი, რომელიც დატოვა იქ ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, უფროსად მიუჩინა გედალიაჰუ, ძე ახიკამისა, შაფანის ძისა.
II ნეშტთა 34:20 — უბრძანა მეფემ ხილკიაჰუს, ახიკამ შაფანის ძეს, ყაბდონ მიქას ძეს, შაფან მწერალს, ყასაიას, მეფის მსახურს, და უთხრა:
იერემია 26:24 — ხოლო იერემიას ახიკამ შაფანის ძის ხელი იფარავდა, რომ ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყო და არ მოეკლათ.
იერემია 39:14 — გაგზავნეს და მოაყვანინეს იერემია საყარაულო ეზოდან და ჩააბარეს გედალიას, ასიკამის ძეს, შაფანის ძეს, რომ შინ გაეშვა. ასე დარჩა იგი ხალხში.