III მეფეთა 16:29 — ყომრის ძე გამეფდა ისრაელზე იუდას მეფის, ასას, ოცდამეთვრამეტე წელს. იმეფა აქაბ ყომრის ძემ ისრაელზე სამარიაში ოცდაორი წელი.
იეზაბელზე ქორწინდება III მეფ 16:31
III მეფეთა 16:31 — არ იკმარა იერობოამ ნაბატის ძის ცოდვილ გზაზე სიარული, და მოიყვანა ცოლად იზებელი, ციდონელთა მეფის ეთბაყალის ასული. დაიწყო ბაალის სამსახური და მისი თაყვა...
მისი კერპთაყვანისმცემლობა III მეფ 16:30-33; 18:18,19; 21:25,26
III მეფეთა 16:30-33 — ბოროტად იქცეოდა აქაბ ყომრის ძე უფლის თვალში, ყველაზე უარესად, ვინც მასზე ადრე იყო.
III მეფეთა 18:18 — თქვა: მე არ ამიოხრებია ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა ააოხრეთ, რომ დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაალების გზაზე წახვედი.
III მეფეთა 18:19 — ახლა დაგზავნე ხალხი და შემიკრიბე ქარმელის მთაზე მთელი ისრაელი, და ბაალის წინასწარმეტყველნი ოთხასორმოცდაათი კაცი, და აშერას წინასწარმეტყველნი ოთხასი კა...
III მეფეთა 21:25 — ჯერ არვინ ყოფილა, რომელსაც აქაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც აქეზებდა იზებელი, მისი ცოლი.
III მეფეთა 21:26 — დიდი სიბილწე ჩაიდინა, რომ მიჰყვა კერპებს და მიჰბაძა ამორეველთ, რომელნიც ისრაელის თვალთაგან აჰყარა უფალმა.
მისი სხვა ბოროტებანი IV მეფ 3:2; II ნეშ 21:6; 22:3,4; მიქ 6:16
IV მეფეთა 3:2 — უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, ოღონდ არა მამამისივით და დედამისივით. მან გადააგდო ბაალის სვეტი, მამამისმა რომ აღმართა.
II ნეშტთა 21:6 — ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა აქაბის სახლი, რადგან აქაბის ასული ჰყავდა ცოლად და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.
II ნეშტთა 22:3 — ისიც აქაბის სახლის გზით დადიოდა, ვინაიდან დედამისი ურჩევდა ბოროტის ქმნას.
II ნეშტთა 22:4 — უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, აქაბის სახლის მსგავსად, რადგან ისინი იყვნენ მისი მრჩევლები, მისდა საუბედუროდ.
მიქა 6:16 — შენახული გაქვთ ყომრის ზნე და ყოველი საქმე ახაბის სახლისა; მისდეევთ მათ თათბირს, რომ გაგატიალოთ და სასაცილოდ გავხადო თქვნი მცხოვრებნი. თქვენ კი ჩემი ერ...
გამხილებული ელიის მიერ; იკრიბება ბაალის წინასწარმეტყველები III მეფ 18:17-46
III მეფეთა 18:17-46 — როცა დაინახა აქაბმა ელია, უთხრა აქაბმა: ეს შენ ხარ, ისრაელის მაოხრებელო?