ღმერთი არის მისი ავტორი და მომცემი — ფსა 23:4; რომ 15:5; II კორ 1:3; 7:6; კოლ 1:11; II თეს 2:16,17.
ფსალმუნნი 22:4 — შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
რომაელთა მიმართ 15:5 — მოთმინებისა და ნუგეშის ცემის ღმერთმა კი, დაე, ერთსულოვნად გამყოფოთ ქრისტე იესოს მიერ.
II კორინთელთა მიმართ 1:3 — კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოველგვარი ნუგეშისა,
II კორინთელთა მიმართ 7:6 — მაგრამ მდაბალთა მანუგეშებელმა გვანუგეშა ჩვენ ღმერთმა ტიტეს მოსვლით;
კოლასელთა მიმართ 1:11 — ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ,
ქრისტე არის ავტორი და მომცემი — ესა 61:2; იოა 14:18; II კორ 1:5.
ესაია 61:2 — გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა;
სახარება იოანესაგან 14:18 — არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან.
II კორინთელთა მიმართ 1:5 — ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც.
წმიდა სული არის ავტორი და მომცემი — იოა 14:16,17; 15:26; 16:7; საქ 9:31.
სახარება იოანესაგან 14:16 — ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, -
სახარება იოანესაგან 14:17 — ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება.
სახარება იოანესაგან 15:26 — ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის.
სახარება იოანესაგან 16:7 — მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: გირჩევნიათ, რომ მე წავიდე; რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას.
მოციქულთა საქმენი 9:31 — ხოლო ეკლესიას მთელს იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის შიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სულით წმიდით ნუგეშცემული.
ესაია 51:3 — რადგან ანუგეშებს უფალი სიონს, ანუგეშებს ყოველ მის ნაოხარს; სამოთხედ გადააქცევს მის უდაბნოს და უფლის ბაღად მის ტრამალს, სიხარული და შვება გაჩნდება იქ, ...
ესაია 51:12 — მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი! ვინა ხარ, რომ გეშინია მკვდარი კაცისა და ადამის ძისა, ბალახად რომ შეირაცხება?
ესაია 66:13 — როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი.
ეზეკიელი 14:22 — აჰა, დარჩება თავდაღწეულ ვაჟთა და ასულთა ნატამალი; აჰა, გამოვლენ თქვენთან და თქვენ დაინახავთ მათ საქციელს და მათ საქმეებს, და დაგავიწყდებათ ბოროტება, რ...
ეზეკიელი 14:23 — დაგავიწყებენ ყველაფერს, როცა მათ საქციელს და საქმეებს დაინახავთ, და მიხვდებით, რომ ამაოდ არ გამიკეთებია ყველაფერი, რაც იქ გავაკეთე, ამბობს უფალი ღმერთ...
წმიდას წერილები — ფსა 119:50,76; რომ 15:4.
ფსალმუნნი 118:50 — ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა.
ფსალმუნნი 118:76 — დაე, იყოს შენი წყალობა შემს სანუგეშებლად, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს.
რომაელთა მიმართ 15:4 — ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს.