დავითი გაქცევა I მეფ 21:10-15; 27; 28:1,2; 29; III მეფ 2:39,40
I მეფეთა 21:10-15 — უთხრა მღვდელმა: იმ ფილისტიმელი გოლიათის მახვილია აქ, მუხნარის ველზე რომ დაამარცხე; აგერ დევს, ეფოდის უკან, მოსასხამში გახვეული. თუ წაღება გინდა, წაიღე...
I მეფეთა 28:1 — იმ ხანებში იყო, რომ შეჰყარეს ფილისტიმელებმა მხედრობა ისრაელთან საომრად და უთხრა აქიშმა დავითს: იცოდე, ჩემთან ერთად გამოხვალთ ბანაკად შენ და შენი ხალხი...
I მეფეთა 28:2 — უთხრა დავითმა აქიშს: ახლა გაიგებ, რას მოიმოქმედებს შენი მორჩილი. უთხრა აქიშმა დავითს: ამის გამო ჩემს მცველად დაგნიშნავ სამუდამოდ.
III მეფეთა 2:39 — გავიდა სამი წელი და გაექცა შიმყის ორი მორჩილი აქიშ მაყაქას ძესთან, გათის მეფესთან. შეატყობინეს შიმყის, გათში არიანო შენი მორჩილნი.
III მეფეთა 2:40 — ადგა შიმყი და შეკაზმა სახედარი და წავიდა გათს აქიშთან თავის მორჩილთა საძებრად. წავიდა შიმყი და კიდეც მოიყვანა გათიდან თავისი მორჩილნი.